„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“P

პროექტის მიზანია
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნიდან გამომდინარე ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა. მოსწავლეემა უნდა იცოდნენ, როგორ გარემოში ცხოვრობენ  გაუფრთხილდნენ და დაიცვან ის.

პროექტის აქტუალობა:
პროექტზე მუშაობა ხელს უწყობს შემეცნების, კვლევის, ანალიზის, კომუნიკაციის და ურთიერთანამშრომლობის უნარების განვითარებას.
P
Pმოსალოდნელი შედეგი:
მოსწავლეები გააცნობიერებენ  შესასრულებელი დავალებების არსს, განსაზღვრავენ პრობლემებს, შეადგენენ  განსახორციელებელი სამუშაოების გეგმას, შეასრულებენ გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს. განუვითარდებათ დაკვირვების, კვლევის, ძიების, თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარი.

ვადები/ ხანგძლივობა–15 დღე

პროექტში მონაწილეობს:
საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ბიოლოგიის, ქიმიის, გეოგრაფიის პედაგოგები, სოფლის რწმუნებული, აგრონომი, გეოლოგი, ექიმი, მშობლები.

პროექტისათვის საჭირო რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, თაბახის ფურცლები, მარკერები, ნიადაგის ანალიზისთვის საჭირო რეაქტივები.

Pპროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განსაზღვრა. 
პროქტში მონაწილე მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის არსს. ვაწყობთ საინფორმაციო სახის შეხვედრას გეოლოგთან,  აგრონომთან, სოფლის რწმუნებულთან და სადაც მოსწავლეები ღებულობენ მათთვის საჭირო ინფორმაციას.პროექტის წევრებს ვყოფ ჯგუფებად. ჯგუფებს ვაძლევ დავალებებს.
1ჯგუფი  ––იკვლევს სოფლის ტერიტორიაზე არსებულ მეწყერ საშიშ ზონებს, ეროზირებულ ტერიტორიებს და ამის გამომწვევ მიზეზებს.
2 ჯგუფი –––აღწერს სოფლის მასივებს სადაც ხდება ტყის მასიური გაჩეხვა და  ადგენს სოფლის რუკას
3 ჯგუფი   –– სხვადასხვა ტერიტორიებიდან იღებენ ნიადაგის ნიმუშებს და განსაზღვრავენ მის მექანიკურ შედგენილობას, მჟავიანობას და ტუტიანობას.
4 ჯგუფი –  ინტერნეტით მოიძიებს ზოგად ინფორმაციას საქართველოში და მსოფლიოში არსებულ  გლობალური ეკოლოგიურ პრობლემების შესახებ.
აქტივობა 2  პრეზენტაცია
 პრეზენტაციას  ჰქონდა ფართო  ხასიათი  მას  ესწრებოდა სკოლის  მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, სოფლის რწმუნებული, აგრონომი, ექიმი, გეოლოგი.პროექტი წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, კვლევის შედეგები. შეადგინეს სოფლის რუკა, რომელზეც აღნიშნეს პრობლემური უბნები, შექმნეს პლაკატი  „ სად ვიცხოვროთ?“ მოაწყვეს ელექტრონული პრეზენტაცია ინტერნეტით მოძიებულ მასალებზე.
აქტივობა 3– მინილექცია
მოვისმინეთ გეოლოგის, აგრონომის,ექიმის, სოფლის რწმუნებულის, მშობლების აზრი განხორციელებულ  პროექტთან დაკავშირებით.ისაუბრეს  სოფელში და ქვეყანაში არსებულ გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე.
აქტივობა 4–რეფლექსია
მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად სოფელის ეროზირებულ ადგილებში გააშენეს აკაციისა და კაკლის ხეების ნარგავები. ასევე მოაწყვეს ღონისძიება „ტყე შეუნახოთ შვილებსა“
მოსწავლეთა ძირითადი გზავნილი:
„კეთილგანწყობილი და მეგობრული სკოლა“


 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში.
ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფიის საგნებთან ინტეგრირებული პროექტი.
პროექტი განამტკიცებს ეროვნული მიზნების "ბ" პუნქტს,კერძოდ ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა.

პროექტის ხელმძღვანელი: მზევინარ ხავთასი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mzevinarixvts741@gmail.com